მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემის გამო ფერმერებმა კახეთში აქცია გამართეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში, ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გასულ წელს მოყვანილი ხორბლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ, მიზეზად კი, რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილის შემოტანას და ხელისუფლების მიერ ექსპორტზე გატანის აკრძალვას ასახელებენ.

„ჩვენი, ფერმერებისგან ნაწარმოები მარცვლეული კულტურები ვეღარ იყიდება და არის დარჩენილი ცოტა რაოდენობა, რაც გასაყიდია. ფასებია იმდენადაა დაცემული, რომ შარშანდელთან შედარებით, მესამედ ფასში იყიდება. იმიტომ, რომ რუსეთიდან შემოდის ფქვილი, დაღერღილი მარცვლეული, რომელიც არ იბეგრება და ადგილობრივი წიქსქვილკომბინატები ვერ უწევენ კონკურენციას,“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილას სიმბოლურად ერთი ტომარა ხორბალი დაყარეს და პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებას ვადა 10 მაისამდემისცეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩალაუბანი /