გურჯაანელი სარა სალთხუციშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონია
გურჯაანელი სარა სალთხუციშვილი 8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარა თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა და პირველად გასულ წელს მოიპოვა თბილისის ჩემპიონის სტატუსი 7 წლის ასაკის გოგონათა შორის, წელს კი 8 წლიანებს შორისაც დაეუფლა თბილისის ჩემპიონის ტიტულს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სარა სალხუციშვილს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს და წარმატებებს უსურვებს მომავალ ასპარეზობებში. 2022 წელს, 7 წლის სარამ ასევე მიიღო თელავის თასი 9 წლიანებს შორის, ტყიბულისა და ახალციხის თასი 8 წლიანებს შორის.
ამასთან ერთად სარა სალთხუციშვილი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია რაპიდისა და ბლიცის 8 წლიანებს შორის, ხოლო 10 წლიანებში - საქართველოს ჩემპიონი.“ - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google