ძაღლის ალიკაპის ან საბლის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმა 130 ლარით გაიზრდება
ღია სივრცეში ძაღლის ალიკაპის ან საბლის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმები მკაცრდება. ინიციატივა დღეს, 8 მაისს, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.

დაგეგმილი ცვლილების შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა და ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე სეირნობისთვის ჯარიმა 20-დან 150 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მეპატრონეს 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

"[არსებული] ჯარიმა იმდენად მცირეა, ეს არ არის შემაკავებელი ფაქტორი მეპატრონეებისთვის, რომ ძაღლი ატარონ ალიკაპით ან საბლით. მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრულია ორი პირობა, რომ შინაური ცხოველი სასეირნოდ უნდა გავიყვანოთ ალიკაპით ან საბლით. ფაქტობრივად, 80% შემთხვევაში ამ პირობების დაცვა არ ხდება და ძალიან მოხშირდა მომართვა პარლამენტის მიმართ, რათა ეს საკითხი გადაწყდეს მანამ, სანამ ახალ კანონს მივიღებთ", - ამბობს მაია ბითაძე.
| Print |
FaceBook Twitter Google