კოკა-კოლას ბოთლები ხვიჩა კვარაცხელიასა და სხვა ქართველი ფეხბურთელების გამოსახულებით
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ საქართველოში გასამართ 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით, ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც საქართველოს ნაკრების ფეხბურთლები იქნებიან გამოსახული.

„პირველი ეტიკეტის ბეჭდვა დღეს დაიწყო და მასზე ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. ეტიკეტები სხვა ფეხბურთელების გამოსახულებით მაღაზიებში მალე გამოჩნდება.

კოკა-კოლა ეროვნული ნაკრებისა და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის აქტიური მხარდამჭერია ,“ - ვკითხულობთ კომპანიის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
| Print |
FaceBook Twitter Google