გურჯაანის ტექნოპარკში ღვინოთონი 2023 გაიმართება
გურჯაანის ტექნოპარკში 27 და 28 მაისს ღვინოთონი 2023 გაიმართება.  GITA (ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო) და გურჯაანის ტექნოპარკი, ღვინოთონს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იწყებს.


ჰაკათონის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ისარგებლონ ფაბლაბში, მაღალტექნოლოგიური დანადგარების სერვისებითა და საერთო სამუშაო სივრცით. გამარჯვებულს კი საჩუქრად გადაეცემა გრანტი 5000 ლარი.

ტექნოპარკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოხდება მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და შემდეგ მისი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპის შექმნა.

მათივე განმარტებით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ინიციატივაში ჩართული კომპანიებისა და ორგანიზაციების კრეატიულ პირებთან დაკავშირებას, მათ შორის პროდუქტიული საქმიანი ურთიერთობების სტიმულირებას.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება.

ღონისძიების გრაფიკი:
  • თემების გამოცხადება 25 მაისი
  • მონაწილეების მოსამზადებელი პერიოდი 26 მაისი
  • მენტორებთან მუშაობა, ქოუჩინგი, პროტოტიპების პრეზენტაციები და დაჯილდოება 27-28 მაისი

ღვინოთონში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 16 წლიდან.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მაისი 23:59 საათი. რეგისტრაცია შესაძლებელია ლინკზე.

| Print |
FaceBook Twitter Google