ახმეტაში იწყება კონკურსი თემაზე ,,ჩემი თვალით დანახული ახმეტა"
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის სათათბირო ორგანო ,,ახალგაზრდულ საბჭოსთან" ერთად აცხადებს კონკურსს თემაზე ,, ჩემი თვალით დანახული ახმეტა".
მათივე თქმით, მონაწილეობის მიღება შეუძლია 16-22 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. იდეები წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 31 მაისისა - მერიის შესაბამის სამსახურში.

საუკეთესო იდეის (იდეების) დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა შეადგენს 5 000 ლარს.
• I ადგილი- 2 500 ლარი ;
• II ადგილი- 1 500 ლარი;
• III ადგილი- 1000 ლარი .

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ახმეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ოლია ხოხობაშვილს  599 85 79 49.



| Print |
FaceBook Twitter Google