რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. კანკარგულება, რომელსაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკვე მო­ა­წე­რა ხელი, 15 მაისიდან ამოქმედდება. ამავე დოკუმენტით, გაუქმდა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა.

რუ­სეთ­ში შე­სას­ვლე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დას­ჭირ­დე­ბათ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი: სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტი, ასე­ვე მე­ზღვა­უ­რის წიგნაკი, საქართველოში დასაბრუნებელი სამგზავრო დოკუმენტი. რუსეთის ტერიტორიაზე ვიზის, გარეშე ყოფნა, 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

სამ თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ოს ან სწავ­ლის მიზ­ნით რუ­სეთ­ში შეს­ვლის­თვის, ვიზა მა­ინც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.


| Print |
FaceBook Twitter Google