მორიგი რუსული პროვოკაცია - სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხმაურება
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, გაეუქმებინა საქართველოს მოქალქეებისთვის სავიზო რეჟიმი და ასევე რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„მორიგი რუსული პროვოკაცია!
საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.


შეგახსენებთ, რომ კანკარგულება, რომელსაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკვე მო­ა­წე­რა ხელი, 15 მაისიდან ამოქმედდება.
| Print |
FaceBook Twitter Google