გურჯაანში ფესტივალი „ხელოვნების სამყარო“ გაიმართება
12 მაისს, გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართება ფესტივალი „ხელოვნების სამყარო“, სადაც დასწრება თავისუფალია. გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები საქართველოს მასშტაბით.

ღონისძიება 12:00 სთ-ზე დაიწყება.

13:00 სთ-ზე სცენა დაეთმობა ქორეოგრაფიას, 16:00 სთ-ზე კი - ფოლკლორულ სიმღერებს.



| Print |
FaceBook Twitter Google