თელავი ისტორიული ავტომობილების გამოფენას უმასპინძლებს
საქართველოს ისტორიული მანქანების ასოციაცია, 21 მაისს, რეგიონში ავტო კლასიკის ყველაზე დიდ გამოფენას გამართავს.
ასოციაციის განმარტებით, მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს, ვისი ავტომობილიც 30 ან მეტი წლისაა.

„წლევანდელ სეზონს ვიწყებთ ისევ ქალაქ თელავიდან, რომელიც გახდა სიმბოლო ჩვენი მეგობრობის და ურთიერთობის. კიდევ ერთხელ გვინდა ვაჩუქოთ ქალაქ თელავს დაუვიწყარი ავტოკლასიკის ფესტივალი.

თბილისიდან 21 მაისს საავტომობილო კოლონით გავემართებით თელავისკენ.
თბილისში შეკრების ადგილია: ისტ პოინტის პირველი საპარკინგე ზონა ქვედა ავტოსადგომის ტერიტორია 11 საათი.
გაითვალისწინეთ, ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები, არ გამოიყენეოს ავტომობილის მართვისას ექსტრემალური ელემენტები.

ჩვენი სურვილია თქვენთან ერთად ვისიამოვნოთ, ჩვენი ულამაზესი ავტომობილებით და მივცეთ მაგალითი სხვებს
როგორც მართვის დისციპლინის, ასევე ავტომობილის სიყვარულის,“-ნათქვამია განცხადებაში.

დაინტერესებულ პირებს, შეგიძლიათ გაააგზავნოთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ავტომობილის დასახელება (მარკა მოდელი) წლოვანება.

დასტურს მიიღებთ იგივე ელექტრონულ ფოსტაზე.
რეგისტრაცია უფასოა.

რეგიონის მცხოვრებლებს თელავის მუნიციპალიტეტში შეკრებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდით ნომერზე 595555944- ოთარი.

უფრუფრო დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / მანქანა /