დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გელა სამუკაშვილი დაინიშნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე - გელა სამუკაშვილი წარუდგინა.
მერიის ინფორმაციით, მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გელა სამუკაშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, მანამდე კი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა.



| Print |
FaceBook Twitter Google