თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტს ორი ახალი მარშრუტი დაემატა
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალურ ტრანსპორტს ორი ახალი მარშრუტი დაემატა: სოფლების - შალაურისა და ვარდისუბნის მიმართულებით.
მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის გაზრდისა და დამატებითი მარშრუტების დაგეგმვის მიმართულებით.

„#7 ავტობუსი იმოძრავებს შალაურის მიმართულებით.
გრაფიკი
აგრარული ბაზარი, ჭავჭავაძის ქუჩა, წრიული (ყოფილი ,,თი ბი სი,, ბანკის მიმდებარედ), თამარის ქუჩა, სამხედრო დასახლება (#2 საჯარო სკოლა), #8 საჯარო სკოლა, შალაური, თამარის ქუჩა, წრიული (ყოფილი ,,თი ბი სი,, ბანკის მიმდებარედ), ჭავჭავაძის ქუჩა, აგრარული ბაზარი, ქეთევან წამებულის ქუჩა, ერეკლე II-ის გამზირი, საავადმყოფო, კოლეჯი, უნივერსიტეტი, 9 აპრილის ქუჩა, ცენტრალური მოედანი, აგრარული ბაზარი

#8 ავტობუსი იმოძრავებს ვარდისუბნის მიმართულებით.
გრაფიკი
აგრარული ბაზარი, აღმაშენებლის ქუჩა, ვარდისუბნის წრიული, ალავერდის ქუჩა, ვარდისუბანი,
შატომერე, ჭავჭავაძის ქუჩა (მაწანწარა), ქეთევან წამებულის ქუჩა, ყადორი, ერეკლე II-ის გამზირი, არსენიშვილის ქუჩა, პოლიკლინიკა, ფალიაშვილის ქუჩა, საავადმყოფო, უნივერსიტეტი, 9 აპრილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა (#9 საჯარო სკოლა), აგრარული ბაზარი“-ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.




| Print |
FaceBook Twitter Google