გურჯაანის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 574 766 ლარი დაიხარჯება.

„იცვლება კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, იატაკის საფარი, გარემონტდება სასწავლო ოთახები, დარბაზი და დერეფნები. ასევე, პროექტის ფარგლებში, მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ღობის მოწყობა,“-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯორჯიან ინჟინირინგი" ასრულებს.












| Print |
FaceBook Twitter Google