გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 ივნისს ბავშვთა
დაცვის საერთაშორისო დღე გურჯაანში სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებით
აღინიშნება.
„ღონისძიებები, 15:00 საათზე, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან
დრამ - შოუს მსვლელობით დაიწყება და ცენტრალურ პარკში საბავშვო
ღონისძიებებით გაგრძელდება.“-აცხადებენ მერიაში.
ღონისძიების პროგრამა შემდეგია:
• 15:00 საათი - დრამ - შოუს მსვლელობა ცირკის მსახიობებთან და
ანიმაციურ გმირებთან ერთად;
• 16:00 საათი - ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის სახალხო
თეატრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი "სამი გოჭი" ;
• 18:00 საათი - კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული პატარა
შემსრულებლების მონაწილეობით;
• 18:00 საათი - საცირკო წარმოდგენები : ბაგირზე მოსიარულე
აკრობატები, საჰაერო შოუ, აკრობატი რგოლში და სხვა;
• 19:00 საათი - საცირკო მასტერკლასები.
მასალის გამოყენების პირობები