გურჯაანში შუქნიშნებთან დაკავშირებით ტენდერი ხელახლა გამოცხადდება
გურჯაანში ორ ლოკაციაზე (თავისუფლებისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე; თავისუფლებისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე) შუქნიშნები 2020 წლის გაზაფხულზე დაამონტაჟეს, რამაც მოძრაობა გარკვეულწილად დაარეგულირა. თუმცა, მე-4 საჯარო სკოლის ასახვევთან შუქნიშანს დამატებითი სექცია არ აქვს, რაც მოძრაობას საფრთხეს უფრო უქმნის. ამის შესახებ მძღოლებიც საუბრობენ და ფიხით მოსიარულეებიც.

აღნიშნული პრობლემა რომ მოგვარდებოდა, ამის შესახებ გურჯაანის ჯერ კიდევ ახლადდანიშნულმა მერმა, ზურაბ უტიაშვილმა 2021 წელს ჩვენთან საუბრისას დაადასტურა გადაცემაში „სტუმარი“.

რა ეტაპზეა შუქნიშნებთან დაკავშირებული საკითხი, ამ კითხვით speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.
როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, მერიამ მარტში გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ჩავარდა.

„შუქნიშნების ტენდერი მარტში იყო გამოცხადებული, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ტენდერი 4 ჩვეულებრივ და 9 გამოძახებით შუქნიშანს მოიცავს, რომელიც უახლოეს დღეებში ხელახლა გამოცხადდება.“ - გვითხრეს მერიაში.




| Print |
FaceBook Twitter Google