სეტყვისგან მიყენებული ზარალი საშუალო დონისაა - გურჯაანი მერია
გუშინ მოსულმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. როგორც მერიაში განმარტავენ, მერის წარმომადგენლებმა სავარგულები დღეს დილით მოინახულეს.

"მერის წარმომადგენლები სოფლებში ვეჯინში, კოლაგსა და ბაკურციხეში დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ. სეტყვისგან მიყენებული ზარალი საშუალო დონის არის. მოსახლეობის ნაწილს ჰქონდა დაზღვეული ნაკვეთი და შესაბამისი კომისიები სწავლობენ ზარალს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოახლეობას, რომ ისარგებლონ მოსავლის დაზღვევის პროგრამით, რომელიც სტიქიის შემთხვევაში ზარალს ანაზღაურებს," - გვეუბნება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხვიჩა სიმონიშვილი.





| Print |
FaceBook Twitter Google