კუპატაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვებით და საოჯახო ტექნიკით დაეხმარნენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ კუპატაძეების მრავალშვილიან ოჯახს ტექნიკითა და საკვებით დაეხმარნენ. მათ შესაძენად კი მერიის, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ,,ქალთა ოთახის" ინიციატივით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა თელავში, 1 ივნისს მოეწყო.
„აქტივობაში ადგილობრივი მეწარმეები, კოლეჯი ,,პრესტიჟი“ და თელავის საჯარო სკოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ.
ასევე, აქციაზე წარმოდგენილი იყო თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.

შეგროვილი თანხით შეძენლი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად, სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ, კუპატაძეების სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადასცა.“ - აცხადებენ მერიაში.





| Print |
FaceBook Twitter Google