თელავსა და გურჯაანში „ბიბლუსი“ ლიტერატურულ ტურნეს გამართავს
საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელის „ბიბლუსის“ ორგანიზებით, 5 ივლისს უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურული ტურნე დაიწყო. მათი ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 8 დიდ ქალაქს მოიცავს.
კახეთში ლიტერატურული ტურნე თელავსა და გურჯაანში გაიმართება.

თელავში ღონისძიება ჩატარდება 7 ივლისს, 17:00 საათზე, თელავი გალერეაში, მისამართი: ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.
რაც შეეხება გურჯაანს, ღონისძიება ჩატარდება 8 ივლისს 17:00 საათზე. მისამართი თავისუფლების ქუჩა 20.

თელავში მოწვეული ავტორები არიან ია კოროშინაძე და ბესო სოლომონაშვილი. გურჯაანელ საზოგადოებას კი გიორგი ხარაიშვილი შეხვდება.
ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს ავტორები მკითხველებს თავიანთ საავტორო წიგნს წარუდგენენ.

„ბიბლუსის“ ინფორმაციით, სპეციალურად პატარა სტუმრებისთვის სიურპრიზებსა და საჩუქრებს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ ამზადებს. „პეპელას“ წარმომადგენლები და ანიმატორები ყველა შეხვედრას დაესწრებიან და ბავშვებისთვის განსაკუთრებულ შოუს გამართავენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş