დედოფლისწყაროს მერიამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლებისა და მულტიფუნქციური სივრცის შესაქმნელად გრანტი მიიღო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მრიამ CESL პროგრამის ფარგლებში 500 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც მოხდება დედოფლისწყაროში არსებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლება და მულტიფუნქციური სივრცის შექმნა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა აღნიშნული პროექტი 11 ივლისს სასტუმრო ,,სტამბაში" გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.


გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძეიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს 4 რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ღონისძიების ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, 14 მუნიციპალიტეტის მერს, მისცემოდა შესაძლებლობა, წარმოედგინათ CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივები.
| Print |
FaceBook Twitter Google