საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
მათივე თქმით, 15 - 17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

სააგენტოს ცნობით, 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველიში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /