ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს სპეციალური ტექნიკა გადასცეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, ოთხი ნარჩენების ნაგავმზიდი და ერთი პიკაპის სატვირთო მანქანა, ასევე სხვადასხვა მოცულობის 725 ურნა და კონტეინერი გადაეცა.
მერის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის -„ლაგოდეხის სერვისცენტრის“ აღჭურვა საჭირო სპეციალური ტექნიკით, მეტად გააუმჯობესებს, მუნიციპალიტეტში არსებულ ნარჩენების მართვის სისტემას,“-აცხადებენ მერიაში.

“მიმდინარე წელს, ლაგოდეხი, „სუფთა მუნიციპალიტეტის" სტატუსით დაჯილდოვდა, რაც ჩვენთვის სასიხარულო და ამასთანავე საპასუხისმგებლოა. სისუფთავისა და ნარჩენების სწორი მართვის მექანიზმების, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“– ამბობს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.


"მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ი“-, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში,35 ერთეული,ნარჩენების შესაგროვებელი, სპეციალური ტექნიკა და 5 703 კონტეინერი გადაეცა.



| Print |
FaceBook Twitter Google