საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგარეჯოში ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის  ერთი პირი დააკავა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მოქალაქე მ.შ. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 06 ივლისს, ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი სულხან ჭკადუა ქ. საგარეჯოში, ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა მ.შ.-მ, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნათია წითელაურს და "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტ ია გულიაშვილს აგრესიული ქცევით არ მისცა საქმიანობის განხორციელების და სიუჟეტის ჩაწერის საშუალება.“-ნაქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, დაპირისპირება მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და პარტიის ლიდერების პენსიონერებთან შეხვედრას. ზეწოლა და ძალადობა იყო ჟურნალისტებზეც.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ძალადობა /