თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის
პროცესი გრძელდება.
მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 180
აღსაზრდელზეა გათვლილი.
„პროექტი ითვალისწინებს საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების,
ასევე სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო
ოთახების, სამზარეულოს, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის
მოწყობას.“-აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,სი ემ
დი ფორტექსი“ ასრულებს. ბაღის მშენებლობაზე 3 426 416 ლარი
დაიხარჯება.
მასალის გამოყენების პირობები