ვიმღეროთ ერთად - საკონცერტო ტურნე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 19, 20 და 24 ივლისს მოეწყობა საკონცერტო ტურნე „ვიმღეროთ ერთად“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ფესვები", მუსიკალური სტუდია „მიქს ვოისი“ და იუმორის თეატრი „მერე რა ?!“
კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კონცერტები ჩატარდება კაჭრეთში, კალაურსა და ბაკურციხეში. ბილეთის ფასი 5 ლარი.

კონცერტების განრიგი:

19 ივლისი, 19:00 საათი - სოფელ კაჭრეთის კულტურის სახლი;
20 ივლისი, 19:00 საათი - სოფელ კალაურის კულტურის სახლი;
24 ივლისი, 19:00 საათი - სოფელი ბაკურციხე, გრიგოლ ფერაძის სახელობის კულტურის სახლი;



| Print |
FaceBook Twitter Google