რა? სად? როდის? - ერთდღიანი ტური მუსიკის მოყვარულთათვის
29 ივლისს, შაბათს, 14:00 საათზე გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება ერთდღიანი თემატური თამაში "მელომანია 2023". ორგანიზატორები მონაწილეობისთვის იწვევენ ყველა გურჯაანელს, ვისაც მუსიკა და ინტელექტუალური თამაშები უყვარს.

როგორც თამაშის ორგანიზატორ, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში განმარტავენ, დასმული იქნება 24 შეკითხვა მუსიკალური თემატიკიდან.

„თამაშში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად ასაკისა და სტატუსისა.
მონაწილე გუნდი წესისამებრ უნდა შედგებოდეს 6 მოთამაშისგან, უნდა ერქვას სახელი და ჰყავდეს კაპიტანი.

თუ მოხდა ისე, რომ გუნდი სრულად ვერ კომპლექტდება, ანდა თამაშის სურვილი გაქვთ, მაგრამ მარტო ხართ უგუნდოდ, ასეთ შემთხვევაში მაინც მობრძანდით თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, რა დროსაც ადგილზე გაივლით რეგისტრაციას და შეძლებთ თამაშს.

მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაციისთვის ან სხვა ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 598552002“ - განმარტავენ ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდი, ასევე მეორე-მესამეადგილოსანი გუნდები დაჯილდოვდებიან სიმბოლური ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრებით, მუსიკოსთა პოსტერებითა და საპატიო სიგელებით.


| Print |
FaceBook Twitter Google