თელავში დავითაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
თელავში დავითაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ასფალტის საფარი დაიგება 590 გრძ.მ. მონაკვეთზე, მოეწყობა მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორები და საფეხმავლო ბილიკი.

ტერიტორიაზე განთავსდება საგზაო ნიშნები და მოეწყობა ჰორიზონტალური მონიშვნები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტია 1 404 000 ლარი. სამუშაოებსასრულებს საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია „სერპანტინი“.



| Print |
FaceBook Twitter Google