კაკაბეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო.
მერიის ცნობით, ხელშეკრულების პირობების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურდ მოვაწესრიგოთ საგზაო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნულ ლოკაციაზე, არასდროს არ ყოფილა ასფალტის საფარი. ეს გახლავთ ერთ-ერთი მჭიდროდდასახლებული უბნის სასაფლაოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა და მისი განშტოება-შიდა საუბნო გზა. მოგეხსენებათ, რა რთულია ნალექიან ამინდში გადაადგილება. ამ სოფელში მთავარ პრიორიტეტად დავსახეთ აღნიშნული გზის მოასფალტება. თუმცა მხოლოდ ამ პროექტით არ შემოვიფარგლეთ, ასევე ავაშენეთ 80 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის შენობა, სრული რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ბაღის ეზოს და მიხარია, რომ ახალი სასწავლო წლიდან კაკაბეთელები თანამედროვე სტანდარტების სააღმზრდელო დაწესებულებით ისარგებლებენ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თბილისის, ალაზნის ქუჩის და ჩიხების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, შესყიდვის პროცესშია ასევე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას შევუქმნათ შესაბამისი პირობები,“ - განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ცნობისთვის, სოფელ კაკაბეთში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 019 300 ლარს შეადგენს. 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კაკაბეთი /