თუშეთში პირველი საბანაკე სივრცე გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე პირველი საბანაკე სივრცე „ვარდა - ვაკე“ გაიხსნა.
მათივე თქმით, საბანაკე სივრცეში ვიზიტორთათვის მოეწყო კარვის გასაშლელი შემოსაზღვრული ტერიტორია, ცეცხლის დასანთები, საპირფარეშო (შშმ პირთათვის), საშხაპე (შშმ პირთათვის) და ფანჩატური.

"გახსნის ღონისძიება გაიმართა გომეწრის ხეობაში, ვარდა-ვაკეს საბანაკე სივრცეში, სადაც პროექტის მხარდამჭერებმა და მონაწილე პირებმა ისაუბრეს ღონისძიების მიზანსა და თუშური ტრადიციების შენარჩუნებაზე."-აცხადებენ მერიაში.






| Print |
FaceBook Twitter Google