22 სექტემბერს თელავში მუსიკალური საღამო ჩატარდება
22 სექტემბერი თელავი, ბატონის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის მოედანი) მუსიკალური საღამო ჩატარდება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქვე მოეწყობა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი და კვების სივრცეები.
ღონისძიება 19 საათზე დაიწყება და 21:30 საათზე კონცერტით დასრულდება.

ღონისძიების პროგრამა:
19:00 – 22:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
19:00-21:00 საბავშვო სივრცე: ზღაპრის გმირები სახეზე მოხატვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, ხატვის გაკვეთილები, ყვავილების გვირგვინების დამზადება.
19:00 – 20:30 კვების სივრცე.
19:20 – 21:30 კონცერტი - მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკვერაძე, თეატრალურის კვარტეტი, SALIO.




| Print |
FaceBook Twitter Google