დამამთავრებელ კლასებში მყოფი მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება
სკოლის დამამთავრებელ კლასებში მყოფი მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება - უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებზე განათლების მინისტრმა "კურიერი პიესში" ისაუბრა.
გიორგი ამილახვრის თქმით, სკოლის ატესტატთან ერთად, მოსწავლეები პროფესიული განათლების მიღების შესაბამის დოკუმენტსაც მიიღებენ.

"ჩვენ, პრაქტიკულად, გვინდა, პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად გავხადოთ ზოგადი განათლებაში, მაღალ კლასებში, ბუნებრივია, ე.წ. ინტეგრირებული პროგრამების დანერგვით, ვინაიდან ეს უკვე აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერ ბავშვს, ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად, სკოლის დამთავრების დროს უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებითა და დასაქმებით," -განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

რაც შეეხება პირველ კლასელებს, მინისტრის ინფორმაციით, ეტაპობრივად, გადაიწევს ის დრო, რომელიც ამჟამად დადგენილია და 2025 წლიდან პირველ კლასში შესვლას უკვე ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.




| Print |
FaceBook Twitter Google