სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის
მშენებლობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, 225 კვ.მეტრის ფართობზე
მოეწყო: სპორტული კომბინირებული დარბაზი, სავარჯიშო სივრცე,
საშხაპეები, გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახი.
აღნიშნული სპორტული დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება
არამხოლოდ ნუკრიანის, არამედ მეზობელი სოფლების მოსახლეობასაც.
ცნობისთვის, პროექტის მშენებლობა „მაღალმთიანი დასახლებების
განვითარების ფონდიდან“ დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები