დუისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა. როგორც მერიაში აცხადებენ, 2023-2024 სასწავლო წელი ბაღმა 60-მდე აღსაზრდელით დაიწყო, თუმცა, სრულიად რეაბილიტირებული სივრცე საშუალებას იძლევა, რომ კონტინგენტი ეტაპობრივად გაიზარდოს.


მათივე ინფორმაციით, პროექტი მხარდაჭერილია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ. გახსნის ცერემონიალს ახმეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორთან ერთად ესწრებოდნენ ურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, TIKA-ს საქართველოს კოორდინატორი თუბა ოზუთოქ და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები.


როგორც მერიაში განმარტავენ, ბაღის რეაბილიტაციის პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2 ეტაპად განხორციელდა; პირველ ეტაპზე მოხდა ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდა შენობის მოწყობა შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკური საშუალებებით.


| Print |
FaceBook Twitter Google