ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები აირჩია
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

დეპუტატებმა ნანა ყეინიშვილი ვაკანტურ პოზიციაზე 84 ხმით აირჩიეს, თეიმურაზ ხომერიკი კი - 82 ხმით.


პლენარულ სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა მხარი არ დაუჭირეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს, რომლებიც სხდომას არ დასწრებიან.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრა განხილვისა და მოსმენის გარეშე გაიმართა.
| Print |
FaceBook Twitter Google