საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
“კახეთში 29-30 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 1 ოქტომბერს დღის ბოლოს ზოგან იწვიმებს, შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.”-აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება დედაქალქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი /