დღეს გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება
დღეს, პირველ ოქტომბერს გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი მონაწილეობს.

აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გურჯაანის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გიორგი მაჭავარიანი ამ დრომდე სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტგრის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები 2023 /