ყვარელში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა
გუშინ გვიან ღამით, ყვარელში ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, „ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. ავტომობილში მყოფი 22 წლის ქალი და 35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია /