ღვინის დღეები დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროში 10 ოქტომბერს, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები” გაიმართება.
საფესტივალო პროგრამა ასეთია:

17:00-21:00 კახური ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
17:00-21:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, ჩურჩხელა; ქართული ნუგბარი.
17:00-21:00 პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, თათარას მომზადება.
17:00-20:00 თიხით ძერწვის და თიხაზე ხატვის გაკვეთილები.
17:00-17:30 მეგა ბუშტებით საზეიმო მსვლელობა.
17:00-20:00 საბავშვო გასართობი სივრცეები და აქტივობები: ყურძნის დაწურვის ჩემპიონატი, ღვინის ფიალების მოხატვა და სხვ.
17:00- 19:00 ქართული ცეკვის გაკვეთილები - ცეკვის აკადემია „სუხიშვილები“.
19:00-21:00 კონცერტი: „ქართული ხმები და ბენდი“ , ჯგუფი - „გუფი ლენდი“.

ცნობისთვის ღვინის დღეები საქართველოში 7 ოქტომბერს იწყება და 15 ოქტომბერს დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google