პნევმატური იარაღიდან გასროლით გურჯაანში მცირეწლოვანი დაშავდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პნევმატური იარაღიდან გასროლით მცირეწლოვანი მძიმედ დაშავდა. ექიმების შეფასებით, მდგომარება კრიტიკულია, ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები თოფით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალში მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთემლობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google