დღეს ლაგოდეხში „ღვინის დღეები“ გაიმართება
დღეს, 13 ოქტომბერს, ღვინის დღეებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს. ღონისძიებები ნაკრძალის ტერიტორიაზე (ვაშლოვანის ქუჩის მხარე) გაიმართება. საფესტივალო პროგრამა: 17:00 საათზე დაიწყება და 20:30 საათზე დასრულდება.

ღონისძიების განრიგი ასეთია:

17:00–21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
17:00–21:00 ღია კაფე: ჩურჩხელის ამოვლება, პურის ცხობა თონეში, ყველი, მწვადი, მზარეულების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.
17:00–18:00 საბავშვო სივრცე: თიხის ძერწვა, თიხის მოხატვა.
14:00–19:00 სომელიესთან ერთად ღვინის დაჭაშნიკება.
14:00–19:00 ღვინის ბარი - ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია.
19:00-20:30 კონცერტი: „ღამის შოუს ბენდი“

დღესვე ღვინის დღეებს მასპინძლობს ბოლნისიც.
| Print |
FaceBook Twitter Google