კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავალი დაბინავებულია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 204 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
"კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 204 ათასი ტონა ყურძენი, მოსავლის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 350 საწარმო. კლიმატური პირობების გამო დაზიანებული 20 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანია" გადაამუშავა. კახეთის რეგიონში, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 247 მლნ ლარს აღწევს.”-აცხადებენ სააგენტოში.


მათივე განმარტებით, წლევანდელ რთველშიც მოქმედებდა სუბსიდირების პროგრამა.

“მოსავლის სრულად დაბინავების მიზნით, მოქმედებდა რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა: კახეთის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენი. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხადა არანაკლებ 90 თეთრი. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისთვის - 20 თეთრს. ამასთან ერთად, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" მევენახე ფერმერებს კლიმატური პირობების გამო დაზიანებულ 1 კილოგრამ ყურძენში 0.90 ლარს უხდიდა.”-აცხადებენ სააგენტოში.


| Print |
FaceBook Twitter Google