Gita კახეთის რეგიონისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს „25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები კახეთის რეგიონიდან.

"პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;
ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;"-აცხადებენ სააგენტოში.

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) დამფუძნებლების კომპეტენციები;
ბ) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;
გ) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;
დ) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 9 ნოემბრამდე. 

საგრანტო კონკურსზე განაცხადის შევსებისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები GITA /