გეზრბენში გამარჯვებული კონდოლის საჯარო სკოლა გახდა
თელავში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის ფარგლებში, მუნიციპალური თამაშები გაიმართა გეზრბენში გოგონებსა და ვაჟებს შორის. ორივე კატეგორიაში გამარჯვებული კონდოლის საჯარო სკოლა გახდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასული გუნდები კახეთის რეგიონულ ეტაპზე გააგრძელებენ ასპარეზობას.

ადგილები კატეგორიების მიხედვით ასე გადანაწილდა:

ვაჟები
I ადგილი- სოფელ კონდოლის საჯარო სკოლა
II ადგილი- სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა
III ადგილი - თელავის N6 საჯარო სკოლა.

გოგონები:
I ადგილი- სოფელ კონდოლის საჯარო სკოლა.
II ადგილი- სოფელ წინანდლის საჯარო სკოლა.
III ადგილი- სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა.


| Print |
FaceBook Twitter Google