ლაგოდეხში ფესტივალი ჯონ-დირი ჩატარდება
28 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში, მერიის მხარდაჭერით, ფესტივალი ,,ჯონ-დირი“ გაიმართება. ღონისძიებები ცოდნისკარში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12:00 საათზე დაიწყება და 16:50 საათზე დასრულდება.

ფესტივალის აქტივობები ასეთია:

  • აგრომოტორსის ტექნიკის გამოფენა;
  • ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
  • ,,ღია კაფე’’ - ადგილობრივი ქართული ღვინის, ჩირის, ჩაის, თაფლისა და ლუდის გამოფენა-გაყიდვა;
  • საბავშვო გასართობი პოგრამები - ანიმატორის და ანიმაციური გმირების მონაწილეობით;

სპორტული აქტივობები:
  • ფეხბურთი
  • ნარდი
  • მკლავჭიდი
  • გამარჯვებული გუნდის და სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია.
  • 13:00 საათიდან 15:00 საათამდე კონცერტს გამართავს - ანდრია გველესიანი და ბენდი.

| Print |
FaceBook Twitter Google