ალექსი დავითაშვილი ვეტერანებს შორის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ახმეტელმა ძიუდოისტმა ალექსი დავითაშვილმა ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა. როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში აცხადებენ, აბუ დაბიში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ფალავანთა-ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა მონღოლი მეტოქე დაამარცხა.

ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონები გახდნენ ასევე: პაატა მერებაშვილი (M1, -66კგ) და სლავიკ რეზესიძე (M1, +100კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიგა ბერიაშვილი (M1, -66კგ), ზვიად კაპანაძე (M1, -100კგ) და დევიკო გობეჯიშვილი (M3, -100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გივი ნადარეიშვილმა (M1, -60კგ), ბადრი ბასოშვილმა (M3, -60კგ), ლაშა მიქაბერიძემ (M3, -90კგ) და ზვიად წიკლაურმა (M3, +100კგ).



| Print |
FaceBook Twitter Google