ყვარელი ილიაობას 8 ნოემბერს უმასპინძლებს
2023 წლის 8 ნოემბერს ყვარელში „ილიაობა 2023“ გაიმართება.

ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ღონისძიება დღის განმავლობაში ორ ნაწილად, ქალაქსა და ილიას ტბაზე გაიმართება. დაგეგმილი აქტივობები დილის 12:00 საათიდან დაიწყება.

დღესასწაულზე სტუმრებს ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენები, საბავშვო, სამეწარმეო, კულინარიული სივრცეები, აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა და სხვა ღონისძიებები ელოდებათ.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ „ილიას გორის“ განახლებული სკვერის გახნა; წმინდა ილია მართლის პარაკლისი; კახური მასტრკლასები ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში; მუსიკალური და ცეკვის ნომრები.




საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge ილიაობის ბედნიერად გატარებას გისურვებთ! 



| Print |
FaceBook Twitter Google