თამაზ გინტურის ტრაგედია - ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმებულია
ყვარელში ილიაობასთან დაკავშირებით ჩანიშნული ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის გამო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ინფორმაციას ფეისბუქ-გვერდზე ავრცელებს.

ილიაობასთვის ყვავილებით შეიმკობა ილია ჭავჭავაძის ბარელიეფი და მისივე სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ჩატარდება პარაკლისი.

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე.

მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ 8 ნოემბერს, ყვარელში ილიაობისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიდან გაიმართება:

12:00 - ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის ყვავილებით შემკობა;
13:00 - წმინდა ილია მართლის პარაკლისი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში.

პროგრამით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება გაუქმებულია,“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

თამაზ გინტურის ტრაგედიას ასევე გამოეხმაურა თელავის მუნიციპალიტეტის მერია და გუშინ, 7 ნოემბერს, ერეკლე მეფის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების უმრავლესობა ასევე გაუქმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google