ქალაქ გურჯაანში წინა საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს
ქალაქ გურჯაანში წინასაახალწლოდ ქუჩების მორთვა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს ილუმინაციები დამატებით კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება.
საახალწლო ილუმინაციები მოეწყობა დიდების მემორიალზე, პაპასა და ბებოს ბაღებში.

ასევე განათდება შემდეგი ქუჩები:
  • ნონეშვილი
  • რუსთაველი
  • თამარ მეფე
  • თავისუფლება
  • გურამიშვილი
  • 9 აპრილი
ცნობისთვის, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება. მერიის ინფომაციით, მთავარი ნაძვის ხე, გასული წლის მსგავსად, მუსიკალური სკოლის წინ განთავსდება.



| Print |
FaceBook Twitter Google