ვერონა-შუამთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს გზებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ვერონა-შუამთის მონაკვეთზე.

„ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
| Print |
FaceBook Twitter Google