გურჯაანში საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების ოფისი გაიხსნა
გურჯაანში ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია „ფინფორსის“ რეგიონალური ოფისი გაიხსნა. კომპანია მომხმარებელს პროფესიონალურ ბუღალტრულ და აუდიტორიულ მომსახურებას სთავაზობს.

„ფინფორსის“ გურჯაანის რეგიონალური ოფისის ხელმძღანელის, ნატალია ბეგაშვილის თქმით, ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინფორსი" 10 წელზე მეტია წარმატებით ფუნქციონირებს და ეწევა სრულ საბუღალტრო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით და აღრიცხვის უწყვეტობის დაცვით.

„კომპანიის მუშაობის სპეციფიკა სრულად არის მორგებული როგორც ქართული ბაზრის, ასევე საერთაშორისო კომპანიების მოთხოვნებზე. მისი მიზანია, მოქნილი სერვისპაკეტების შეთავაზებით და მჭიდრო საკონსულტაციო თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს ინდ.მეწარმეების, სტრატაპერების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებას. დაზოგოს მათი დრო და ხარჯები, გაითვალისწინოს და დააზღვიოს კლიენტი საგადასახადო/ფინანსური რისკებისაგან,“ - გვეუბნება ნატალია ბეგაშვილი.





გურჯაანის რეგიონალური ოფისი კომპნიის რიგით მესამე ოფისია, თბილისისა და საგარეჯოს შემდეგ.

გურჯაანის ოფისში მომხმარებლები „ფინფორსის“ პარტნიორი იურიდიული კომპანია „ემელსისგან“ სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურიდიული მომოსახურების მიღებასაც შეძლებენ.

უახლოეს მომავალში ახალი ოფისის გახსნა თელავშიც იგეგმება.

ცნობისთვის, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი საქართველს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფის ) გამგეობის წევრი ნონა რევაზიშვილია.

კომპანის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტრუმოთ ვებ.გვერდს.





| Print |
FaceBook Twitter Google