კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები გადაეცა
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს ახალი სამგზავრო ავტობუსები ოფიციალურად გადაეცა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, "ისუზუს" ბრენდის 154 ერთეული უახლესი 8 მეტრიანი ავტობუსი იქნა შესყიდული, რომელიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში იმოძრავებს. აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 53 მლნ ლარი გამოყო. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "ჯიტი ჯგუფი"-მა.

კახეთმა, ამ ინიციატივის ფარგლებში 31 სამგზავრო ავტობუსი მიიღო. ეს ავტობუსები, რომლებიც შექმნილია თანამედროვე სტანდარტებით,   არა მხოლოდ შეესაბამება EURO 5-ს, არამედ გათვლილია 47 მგზავრისთვის, რაც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიურობას.


“ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. კახეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება”-ნათქვამია კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.





| Print |
FaceBook Twitter Google